გიგი წერეთელმა „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძეზე თავდასხმის ფაქტზე ბრიფინგი გამართა

„ახლა ჩვენ ვიმყოფებით შუაგულ კამპანიაში მეორე ტურები წინაა, ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების დაორგანიზება არის საგანგაშო, მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს მოახდინონ რეაგირება ამ საგანგაშო ძალადობრივ ფაქრზე, სხვა შემთხვევაში ეს ნეგატიური ფონი გაგრძელდება.” – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძეზე თავდასხმის და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამართული ბრიფინგის დროს.

“მინდა გამოვეხმაურო და შევაფასო გუშინდელი ფაქტი, მხედველობაში მაქვს ძალადობა იმ ადამინების მინართ ვინც აპირებდა აქციაზე წასვლას, ასეთი ფაქტები იყო სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებული აქტივობა იყო რუსთავი, ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ, ადამიანების ამოცნობის შემდეგ, რომ ძირითადად ეს ადამიანები ძირითადად დასაქმებულები არიან მუნიციპალურ სამსახურებში, მერიაში, სიპებისა და აიპებში, რომლებიც დღეს ხელისუფლებამ პრაქტიკულად გადააქცია მოძალადე ჯგუფების წევრებად, “ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძეს თავს დაესხნენ, იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი, როდესაც ვსაუბრობთ რეაგირებაზე სამართალდამცავი უწყების აღსანიშნავია, რომ პოლიცია ძალიან გვიან მივიდა ადგილზე, როლიმე ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ასე გადადგომოდნენ წინ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ ყველა იქნებოდა დაკავებული დღეს და ზომაზე მეტი სასჯელი დაემუქრებოდათ მათ, როგორც ვიცით არაფერი არ ხდება ამ ფაქტთან დაკავშირებით, არც მოკვლევაა დაწყებული მითუმეტეს ფიზიკური ძალადობის შემთხვევაზე, ახლა ჩვენ ვიმყოფებით შუაგულ კამპანიაში მეორე ტურები წინაა, ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების დაორგანიზება არის საგანგაშო, მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს მოახდინონ რეაგირება ამ საგანგაშო ძალადობრივ ფაქრზე, სხვა შემთხვევაში ეს ნეგატიური ფონი გაგრძელდება.” – განაცხადა წერეთელმა

„გუშინ მოვემგზავრებოდი თბილისისკენ, გაჩერებულები ვიყავით რუსთავის გამოსასვლელთან, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, გზის მეორე მხრიდან დაიძრნენ 50-70 მდე ადამიანი, რომელმაც მოგვაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მანქანას დაუშინეს კვერცხები და ცოცხები, ჩვენ ამოვიცანით მათი ვინაობა, ესენი იყვნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები, მათ შორის იყო გიორგი თაბუკაშვილი ზედმეტსახელად “დოღრიალა”, რომელიც კოორდინირებას უწევდა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებას,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანის სლოვენიაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
შემდეგი სტატიაწითლიძე – მე როგორც ვიცი, გიგიმ უკვე მოიხადა კოვიდი, გამოჯანმრთელდა