გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ამაბლეის თბილისში გამართული სესია შეაფასა

გიგი წერეთელი: ქვეყანაში ღმრა კრიზისული ვითარებაა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერმა გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ამაბლეის თბილისში გამართული სესია შეაფასა, რომლის ფარგლებშიც ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყნის ინტერესები, ვიწროპარტიული ინტერესებით შეეცვალა.
„უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა. ჩვენ მივიღეთ თბილისის დეკლარაცია, სადაც საქართველოში კომფლიქტის შესახებ მნიშვენლოვანი ჩანაწერებია.
საქართველოს ამ ასამბლეაზე შანსი ჰქონდა კიდევ უფრო მყარი პოზიციები ჰქონოდა და აქტიურად ეწარმოებინა თავისი პოლიტიკა როგორც ევროინტეგრაციის, ასევე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის კუთხით, დევნილთა დაბრუნებისა და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის; შანსები იმის, რომ საქართველოს წარმომადგენელი ეუთოს პრეზიდენტი გამხდარიყო, ძალიან მაღალი იყო, ამაზე ის რეაქციები და გააფთრებული ბრძოლა მეტყველებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩემს წინააღმდეგ წარიმართა. ეს საკმაოდ დასანანი ფაქტია. ისე გამოვიდა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რათა რუსეთს თავისი მიზნისთვის მიეღწია.
ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანი ფაქტია და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არა საქართველოს ინტერესებიდან, არამედ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. დაიკარგება შესაძლებლობები, რომლითაც ჩვენს ქვეყანას უფრო მეტი გავლენა ექნებოდა საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე.
მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეების განმავლობაში საქართველოს მხარდაჭერას გამოხატავდა და არა კონკრეტულად გიგი წერეთლის.
არ შემიძლია არ ავღნიშნო საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც ნამდვილად სახელმწიფოებრივი არჩევანი გააკეთა.

მე ვრჩები ამ ასამბლეის ვიცე პრეზიდენტად და ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარედ. „

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილს მაგდა პაპიძის შეწყალების თხოვნით მიმართავენ
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე: არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელსაც სასამართლო ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდება სურს