გიგი წერეთელმა და იტალიის ელჩმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ტატუნაშვილის საკითხი განიხილეს

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოში იტალიის ელჩს, ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა, სადაც საუბრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და არჩილ ტატუნაშვილის საქმე იყო.

როგორც ჟურნალისტებს წერეთელმა განუცხადა, იტალია ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანაა, ვისთანაც საპარლამენტო ასამბლეას მჭიდრო კავშირი აქვს.

„საუბარი შეეხო ჩვენი თანამემამულეების დატყვევებასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას. ახლა ძალიან ცხელი პერიოდია და საჭიროა, სეპარატისტებსა და რუსეთზე ზეწოლა მოხდეს, რომ ეს საკითხი დროულად გადაწყდეს. იმედი გვაქვს, რომ პრევენციის მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე გარკვეული გადაწყვეტილება მიიღება, შევთანხმდით, რომ საერთაშორისო აზრის კონსოლიდაციას გავაგრძელებთ, რათა ეს პრობლემა ახლა მოგვარდეს და მსგავსი ფაქტები მომავალში აღკვეთილი იყოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში, ეუთო-სა და იტალიას მაქსიმალური პასუხისმგებლობა აქვთ და მაქსიმუმს აკეთებენ, რომ ობიექტამდე გზავნილი სწორად მივიდეს და საერთო ზეწოლის სწორი კოორდინაცია მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიმრავალშვილიანის სტატუსი ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მიენიჭებათ, ისინი სოციალურ დახმარებას მიიღებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში იტალიის ელჩი – იტალია, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს