5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

გიგი წერეთელი: ვერ დავადასტურებ, რომ სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის

 „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ალბათ, სწორედ შექმნილი ვითარება იყო განსახილველი საკითხი. სომხეთი საქართველოსგან განსხვავებით ძალიან პოზიტიურ რაკურსშია მსოფლიოში, დასავლეთთან დაახლოების კუთხით ნაბიჯებს დგამს. არ გამოვრიცხავ, „ქართული ოცნების” ხელისუფლება შეეცადოს სომხეთიც გამოიყენოს თავისი რთული და მძიმე იზოლაციური მომენტის გასაუმჯობესებლად. შესაძლებელია, ასეც იყოს, ითამაშოს პოზიტიური როლი. ყველაფერი კარგია, რაც ადგილზე ამ ვითარებას შეცვლის.

ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”. თუ ვითარება იცვლება და საქართველოს ხელისუფლება ამ კურსს და პოლიტიკას შეცვლის, ყველაფერი წავა იქით, რომ არჩევნები და საზოგადოება გადაწყვიტავს ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ეს კარგია. ამ საქმეში თუ ვინმე როლს ითამაშებს, მხარდასაჭერია”, – აღნიშნავს წერეთელი.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობას” ამ დაშლა-შეერთებით საქართველოსთვის სასარგებლო მელოდია არ გამოუვა