გიგი წერეთელი ვაშინგტონში აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ფილიპ რეეკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელს, ფილიპ რეეკერს შეხვდა. საუბარი შეეხო ტრანსატლანიკურ თანამშრომლობას და შეერთებული შტატების ჩართულობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ტერორიზმის, მიგრაციის, კონფლიქტების საკითხებში, ასევე, ეკონომიკურ და დემოკრატიის განვითარების სფეროებში თანამშრომლობას ეუთო-ს ქვეყნებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, რუსეთთან ურთიერთობები, ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკული დამოკიდებულება საარჩევნო სისტემის ცვლილების, სასამართლო რეფორმის, პოლიტიკურ ოპოზიციაზე ზეწოლის კუთხით. აღინიშნა, რომ შეერთებული შტატების ახალი ელჩი, კელი დეგნანი, აქტიურად იქნება ჩართული ყველა მნიშვნელოვან პროცესში.

გიგი წერეთელმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ვიზიტის ფარგლებში აშშ სენატორებთან და კონგრესის წევრებთან, პოლიტიკურ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში საქართველოსთვის 2021 წელს 63.5 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა სურს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – აშშ-ის საელჩოს განცხადება ძალიან მკაფიო გზავნილია