გიგი წერეთელი: უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ჩვენთვის სასურველი რეზოლუცია მიიღოს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტში კონკრეტულად საუბარი იყო მიმართულებაზე, რომელიც საქართველოს არის მნიშვნელოვანი, ეს ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გიგი წერეთელმა განუცხადა.

მისივე თქმით, ევროპაში დღეს მთავარი პრობლემაა მიგრაციაა, მაგრამ ჩვენც და უკრაინელებმაც შევახსენეთ ასამბლეის მონაწილეებს, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ ნორმალურად ცხოვრების, ნორმალურად არსებობის და სიცოცხლის უფლებაც.

„ ამ კონტექსტში გავიხსენე ჩვენი თანამემამულის, ოთხოზორიას მკვლელობა. ჩვენი მოწოდებაა, კიდევ უფრო მეტად იყვნენ ჩართული ეუთო-ს წევრი ქვეყნები, რომ ერთიანი ძალებით დავიცვათ ამ ადამიანების უფლებები. ორი დღის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება საკომიტეტო სხდომები. შესაბამისად, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გვინდა მიიღოს ასამბლეამ, არის რეზოლუცია კონფლიქტის შესახებ საქართველოში. ეს იქნება ალბათ სწორედ ამ ორი დღის განმავლობაში განხილული და საბოლოოდ კენჭი ეყრება“,-აღნიშნა წერეთელმა.

მისივე განცხადებით, რუსეთი არ დაუჭერს მხარს ამ რეზოლუციას, ამას ღიად აცხადებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი – „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს რეზოლუცია მივიღოთ“.

ეუთო-ს სააპარლამენტო ასამბელის 25-ე სესია თბილისში იმართება. სესია 1 ივლისს გაიხსნა და 5 ივლისს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვას და პრიორიტეტებს გაეცნო
შემდეგი სტატიაენმ-მ ვარკეთილში მაჟორიტარ კანდიდატად ირაკლი ნადირაძე წარადგინა