გიგი წერეთელი უკრაინის რადას თავჯდომარეს და საპრეზიდენტო კანდიდატებს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფებოდა. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეუთოს ხელმძღვანელობა შეხვდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს და საპრეზიდენტო კანდიდატებს წინასაარჩვენო ვითარების გაცნობის მიზნით. ასევე შეხვედრები გაიმართება დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციაბისა და მედიის წარმომადგენლებთან.
საპრეზიდენტო კანდიდატებმა: იულია ტიმოშენკომ, იური ბოიკოსმ, ანატოლი გრიცენკოსმ ისაუბრეს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე ასევე ცილისმწამებლურ და ნეგატიურ კამპანიაზე ოპონენტების მისამართით. გიგი წერეთელი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ უკრაინის პარლამენტის თავჯდომარეს ანდრეი პარუბის და საპარლამენტო ლიდერებს სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს არჩევნების მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობას.

„ბოლო წლის განმავლობაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიის და მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანია კონკურენტული, მშვიდობიანი და კარგად ადმინისტრირებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უკრაინის დემოკრატიული განვითარებისა და ეუთო-ს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის.” – აღნიშნა გიგი წერეთელმა
მისი განცხადებით – უკრაინის არჩევნებზე უპრეცენდენტო, მრავალმრიცხოვანი სადამკვირლებლო მისია იმუშავებს. მიუხედავად კონკრეტული გამოწვევების, არჩევნების ორგანიზებისა და დაკვრივებისათვის ეუთოს მისია უზრუნველყოფს სამართლიან და ობიქეტურ შეფასებას.

ინფორმაცია ვიზიტის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია მოითხოვს, რომ ვანო ზარდიაშვილმა ბოდიში მოიხადოს
შემდეგი სტატიახონში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს