გიგი წერეთელი სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. ბრატისლავაში გამართულ შეხვედრებზე, გიგი წერეთელმა უსაფრთხო გარემოს ფორმირების პროცესში ეუთოს სამთავრობო და საპარლამენტო რგოლების კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეუთოს რეგიონში მზარდი რისკის ქვეშ მყოფი მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ნდობის აღდგენას მონაწილე სახელმწიფოებს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით სხვადასხვა მოსაზრებების შეჯერება და საერთო საჭიროებების უზრუნველყოფა მოხდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს სპიკერთან, ანდრეი დანკოსთან შეხვედრისას. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ორგანიზაციაში სლოვაკეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის, პარლამენტის სპიკერს მადლობა გადაუხადა.

ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, გიგი წერეთელი საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, მიროსლავ ლაიჩაკს, სახელმწიფო მდივანს ლუკას პარიზეკ და საპარლამენტო ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას სლოვაკეთის, როგორც 2019 წელს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საქმიანობის მიმართულებების განხილვა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად საპარლამენტო დიალოგის ჩართულობის და მისი გაძლიერების მნიშვნელობაზე მსჯელობა წარმოადგენდა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია
შემდეგი სტატიაპრემიერის უარი პრეზიდენტს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევაზე – კონსტიტუციონალისტები ბახტაძის იმპიჩმენტზე საუბრობენ