გიგი წერეთელი საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

 

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

გიგი წერეთლის თქმით, არ ხდება იმ ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც არსებობს, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე ქვეყნის შიგნით და ასევე არც იღებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც მაგალითად ევროპულ საქართველოს აქვს.

„სეპარატისტული ხელისუფლების ამგვარი აგრესიული განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების არსებული პოლიტიკა არასწორი, მიუღებელი და ძალიან ცუდი შედეგების მომტანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და მომავალი დეოკუპაციისთვის.

ჩვენ მხოლოდ კრიტიკით არ შემოვიფარგლებით, ასევე ვთავაზობთ გარკვეულ ნაბიჯებს, თუმცა არ გვაქვს არანაირი იმედი, რომ ეს ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს“ – განაცხადა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაში“არ აღიზიანებ რუსეთს, საპასუხოდ რას იღებ?! – მშვიდობაა ოკუპაციის გაღრმავება და ჩვენი მოქალაეების მკლელობა?!”- გიგი წერეთელი კირბალზე
შემდეგი სტატიამოკლული თამაზ გინტურის ძმა: 2 ტყვია აქვს მოხვედრილი, მე როგორც ვიცი ეძებდნენ