გიგი წერეთელი : სანდრა რულოვსი გადაწყვეტილებას განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ სანდრა რულოვსი არჩევნებში განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ დააფიქსირებს პოზიციას.

როგორც გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის სანდრა რულოვსი აგრძელებს საარჩევნო კამპანიას.

„განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გადაწყდება, სანდრა რულოვსი პირველივე ტურში იმარჯვებს თუ არა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის პირველივე ტურში მოიგებს. ამის შემდგომ ალბათ გადაწყვეტს თვითონ რას აპირებს და როგორ აპირებს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანდრა რულოვსმა თქვა, რომ უს არ არის პოლიტსაბჭოს წევრი და კენჭისყრაში არ მიუღია მონაწილეობა. მოსაზრებები მას ბუნებრივია აქვს და როგორც გითხარით, განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ თავის გადაწყვეტილებას გვეტყვის. ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრებაში ჩვენ გუნდში პირველ დღეებში იყო დილემა, როგორ გაგრძელებულიყო ბრძოლა – არავინ არ შესულიყო პარლამენტში, თუ შევსულიყავით პარლამენტში და იქაც ბრძოლა, გარეთაც ბრძოლა. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ვიცით, რომ ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთ რომ ყველგან საჭიროა ბრძოლა”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ – ქეთი ქოჩორაშვილი პარტიიდან გარიცხული არ არის, თუმცა საკრებულოს დეპუტატი აღარ იქნება
შემდეგი სტატიაგუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია