გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

news
ავტ.: news აპრილი 7, 2016 13:57

გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მან მონაწილეობა მიიღო ევროპის სახალხო პარტიის(epp) პოლიტიკური ასამბლეის მუშაობაში,რომელიც ევროპარლამენტში გაიმართა. ასამბლეამ განიხილა რეზოლუციები მთიანი ყარაბაღის ზონაში კონფლიქტისა და ევროპაში ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ.

პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოულმა გააკეთა დეტალური მოხსენება საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ევროპის სახალხო პარტია გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის აქტიურ მხარდაჭერას, ამავე დროს, აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, თავისუფალი მედიისა და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა. გიგი წერეთელმა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის სასწრაფოდ გამუხტვის აუცილებლობაზე და ამ კუთხით ეუთო-ს აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა. ასევე შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებას და მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობას.

მან მადლობა გადაუხადა Epp პრეზიდენტსა და დელეგაციას საქართველოში ვიზიტისათვის. ხაზი გაუსვა EPP მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის პროცესში.მისი განცხადებით , საქართველოს მისახლეობა ნამდვილად იმსახურებს დროულად მიიღოს სარგებელი უვიზო მიმოსვლის, თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების სხვა კომპონენტების სახით და არ უნდა დაზარალდეს ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო.

გიგი წერეთელი შეხვდა epp გენერალურ მდივანს ანტო ნიო ისტურიცს, ევროპარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარეს მანფრედ ვებერს, ვიცე-პრეზიდენტებს დევიდ მაკალესტერსა და იაცეკ სარიუშ-ვოლსკის, ევროპარლამენტის სხვა დეპუტატებს. მონაწილეობა მიიღო ევროპული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში, რომელსაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვა ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ.

news
ავტ.: news აპრილი 7, 2016 13:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics