“ევროპული საქართველოს “ ლიდერი, გიგი წერეთელი საერთაშორისო
დემოკრატიული კავშირის (IDU) ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც
ბრიუსელში მიმდინარეობს.
ეს კავშირი უკვე 40 წელზე მეტია აერთიანებს მსოფლიოს მემარჯვენე
-ცენტრისტულ პარტიებს და ქმნის შესაძლებლობას იმსჯელონ გლობალურ
გამოწვევებზე, შეიმუშაონ საერთო სტრატეგიები დემოკრატიისა და მშვიდობიანი
განვითარებისთვის, საერთო ღირებულებების დასაცავად მსოფლიოს სხვადასხვა
რეგიონში, გააძლიერონ თანამოაზრე პოლიტიკური პარტიები და გააერთიანონ
ძალები არსებული გამოწვევების გასამკლავებლად.
ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობას იღებენ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების
პირველი პირები და მთვარობის წევრები, საპარლამენტო ლიდერები,
პოლიტიკოსები და ექპერტები მსოფლიოს 100 მდე ქვეყნიდან.
გიგი წერეთელი სხადასხვა ფორმატით შეხვდა IDU-ს პრეზიდენტს, კანადის
ექს- პრემიერს სტივენ ჰარპერს , ბელგიის პრემიერ-მინისტრს ბარტ დე
ვიევერსს, IDU-ს დამფუძნებელს ლორდ აშკროფტს, ევროპის სახალხო პარტიის
(EPP) პრეზიდენტ მანფრედ ვებერს, ევროპარლამენტის, იტალიის, შვედეთის,
გერმანიის, ბრიტანეთის ავსტრიის, ალბანეთის დელეგაციების წევრებს.
საუბრების თემები რეგიონში არსებული ვითარება რუსეთ -უკრაინის ომის
ფონზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საერთაშორისო
პარტნიორების ჩართულობა, ასევე პარტიებს შორის თანამშრომლობის საკითხები.
საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი (IDU) სამიტზე საქართველოს შესახებ
რეზოლუციას მიიღებს.