გიგი წერეთელი: საარჩევნო კომისიებში სახელისუფლებო პარტიის უპირატესობა კანონისა და ეუთოს რეკომენდაციების უხეში დარღვევაა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი წერეთლის განცხადებით, საარჩევნო კომისიებში სახელისუფლებო პარტიის აქტივისტების დანიშვნა არღვევს ბალანსს და წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების დარღვევას. წერეთლის განცხადებით, აღნიშნული საკითხი დაუყონებლივ რეაგირებას საჭიროებს, რათა საარჩევნო კომისიისადმი უნდობლობის საფუძველი არ არსებობდეს და საარჩევნო პროცესი არ დაზარალდეს.

“საოლქო და საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების ნაცვლად, სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებისა და დაკავშირებული პირების დანიშვნა არღვევს ბალანსს და უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას. ამგვარი ფიქტიური დანიშვნები და შედეგად საარჩევნო კომისიების პროპორციულობის შეცვლა, საარჩევნო კანონმდებლობის და ეუთო/ოდირის პრიორიტეტული რეკომენდაციების უხეში დარღვევაა. ეს საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია, სხვაგვარად საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა ვერ იქნება, ეს კი მნიშვნელოვნად დააზარალებს მთელ საარჩევნო პროცესს”, — აცხადებს გიგი წერეთელი.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ლაითურის პენიტენციური დაწესებულების მშენებლობაზე დასაქმებულ პირისთვის კოვიდ ვირუსის დადასტურებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: მნიშვნელოვანია, რომ ნახევარ ჰექტრამდე მოცვის პლანტაციის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს