გიგი წერეთელი : რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია

ის, რომ ლავროვმა აფხაზეთში საელჩო გახსნა, მიუთითებს ვითარების სიმძიმეზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვაქვს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების სტრატეგია და პოლიტიკა, რომელიც რუსეთის გაღიზიანების თავის არიდებას ეხება, აბსოლიტურად კონტრპროდუქტიულია.

“ის, რომ ლავროვმა აფხაზეთში საელჩო გახსნა, მიუთითებს ვითარების სიმძიმეზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიოტიებზე გვაქვს. ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა არის დიპლომატიური და საერთაშორისო აქტივობები, მაგრმა ეს არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ განცხადებებით. საჭიროა პირადი კონტაქტები, ასევე მობილიზება, რადგან მთელი ეს პროცესი, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობს, საბოლოო ფაზაში შედის. შრომა, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობდა, პრაქტიკულად წყალში იყრება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლების სტრატეგია და პოლიტიკა, რუსეთის არ გაღიზიანების, აბსოლიტურად კონტრპროდუქტიულია. რუსეთი კვლავ აგრძელებს თავის საქმის კეთებას, რაც არის ჩვენი ქვეყნის საბოლოო ანექსია“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გუშინ აფხაზეთს ეწვია.

banner
წინა სტატიაში(video) შალვა ნათელაშვილი სოხუმის დედაქალაქად გამოცხადებას ითხოვს
შემდეგი სტატიასეგრეი ლავროვი: აფხაზეთის გავლით ტრანზიტის ამოქმედებისთვის არსებობს სამართლებრივი ბაზა