17.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 18, 2026
banner

გიგი წერეთელი: რუსებს მიაჩნიათ, რომ საქართველო მათი ყმა და მოსამსახურე ერია

“ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ თელავში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსი ტურისტების დიდი ნაწილი საქართველოს „დიდ რესტორნად“ უყურებს, სადაც ქართველები მათ უნდა ემსახურებოდნენ. მისი თქმით, კრემლის პოლიტიკის ფონზე, რუსი მოქალაქეები თავს ბატონებად გრძნობენ, ხელისუფლება კი მათ აგულიანებს.

„უმეტეს შემთხვევაში, რუსი ხალხი გამოხატავს იმ პოლიტიკას, რაც არის [მათ] ქვეყანაში. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო უნდა იყოს მათი ყმა. ისინი უნდა იყვნენ ბატონები, ჩამოდიოდნენ გასართობად, ჩვენ უნდა ვიყოთ მომსახურე ერი და ამის გამოხატულება არის ყოველდღიურად, ალბათ ძალიან ბევრგან“,_ განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 90-ს აღწევს – TI
შემდეგი სტატიათიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია