გიგი წერეთელი : რა ადგილი ექნება სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკაში, ხალხის გადასაწყვეტია

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2019 13:58

გიგი წერეთელი : რა ადგილი ექნება სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკაში, ხალხის გადასაწყვეტია

გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო ვფიქრობ, სწორია სამართლებრივადაც და მორალურადაც, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, რა ადგილი ექნება სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკაში, უკრაინელი ამომრჩევლის და ხალხის გადასაწყვეტია.

„ყველას გვახსოვს წინანდელი მიღებული გადაწყვეტილება, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა და მაშინდელი რეაქციებიც. არავის, ყოველ შემთხვევაში ჩვენ, არ დაგვიმალავს, რომ ეს სწორი არ იყო. უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე და უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული. თუ ის რაიმე აქტივობას გადაწყვეტს, ამის უფლება უნდა ჰქონდეს. შემდგომ რა ადგილი ექნება სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკაში, ეს უკრაინელი ამომრჩევლის და ხალხის გადასაწყვეტია“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. ამასთან, სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას დღეს გეგმავს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მაისი 29, 2019 13:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics