გიგი წერეთელი : “ქვეყანას სჭირდება მეტი ოპოზიციური ხმა პარლამენტში”

“ქვეყანას სჭირდება მეტი ოპოზიციური ხმა პარლამენტში,”- ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიგი წერეთელმა  გააკეთა. წერეთელი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს.

“ზოგადად სრული მასშტაბური მექანიზმების სახელისუფლებლო პარლამენტში მოხვედრა ნამდვილად არ იქნება კარგის მომტანი, მაშინ როცა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, ეს გაცილებით მეტ საფრთხეს ქმნის.

“ეს სავარაუდოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა, არამართებულად, არასწორად იყოს გამოყენებული. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება მეტი ოპოზიციური ხმა, მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში, რომ აღვუდგეთ ამ ყველანაირ მავნებლობას პარლამენტში,”- აცხადებს გიგი წერეთელი.

30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქუთაისშიც გაიმართება, სადაც ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ქართული ოცნების კანდიდატს, კობა ნარჩემაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გიგი წერეთელს შორის მოუწევს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა სიძულვილი მოტივირებული დანაშაულების გამოძიების თემაზე საჯარო დებატები გამართა
შემდეგი სტატიაკოკა კაციტაძე : რეზონანსული საქმეების გახსნას ველოდებით