გიგი წერეთელი: ქუთაისის გარკვეულ უბნებში არჩევნები გაყალბდა

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, ქუთაისში გარკვეულ უბნებში არჩევნები გაყალბდა.

როგორც გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათ აქვთ ოქმები, სადაც ათასზე მეტი ხმა გაბათილებულია.

“ის შედეგები, რაც არის ქუთაისშია ნათლად მეტყველებს ჩვენს წარმატებაზე. უნდა ვთქვა, რომ არჩევნები ქუთაისში წარიმართა ძალიან რთულ ვითარებაში. კრიმინალური ავტორიტეტებით, დაშინებებით ხდებოდა ხმების მოპოვება. ჩვენ გვაქვს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ ათასზე მეტი ხმა, რომელიც ჩვენია არის გაბათილებული. ვაპირებთ რომ, ამასთან დაკავშირებით ვიდაოთ საოლქო კომისიაში. ჩვენ ძალიან სერიზოულად გავიმარჯვეთ ქუთაისში და არჩევნები აქ სერიოზულად გაყალბდა”, – განაცხადა გიგი წერეთემა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე ხმების გადათვლას ითხოვს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: მეორე ტურში მონაწილეობის და ამით არჩევნების ლეგიტიმაციის აზრს ვერ ვხედავ