გიგი წერეთელი: „ქართულმა ოცნებამ“ ჩემს წინააღმდეგ სამარცხვინო მარათონი წამოიწყო

„ქართულმა ოცნებამ“ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი პარტიისა და „ევროპის სახალხო პარტიის“ წინააღმდეგ სამარცხვინო მარათონი წამოიწყო,- ასე აფასებს დეპუტატი გიგი წერეთელი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაუგებარია, რატომ ეშინია „ქართულ ოცნებას“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიად მისი არჩევის.

„გუშინ გაავრცელეს ერთი წერილი სრულიად მიუღებელი ასამბლეისთვის, დღეს ავრცელებენ მეორე წერილს. ეს ევროპული და არაევროპული სტანდარტისთვისაც კი არის აბსულუტურად მიუღებელი რამ. ამის თაობაზე იქნება დარბაზში საუბარი. ქვეყნისთვის ეს არის სამარცხვინო ამბავი“,-აღნიშნა წერეთელმა.

მისივე თქმით, გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ წლების განმავლობაში მიღებული რეზოლუციების ანალიზი.

„გავიაროთ, როდის რა რეზოლუცია მივიღეთ. როდესაც ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ რუსული ოკუპაცია დოკუმენტში ჩაწერილიყო, როცა „ქართული ოცნება“, მისი ზოგიერთი ლიდერი საქართველოს აბრალებდა ომის დაწყებას და ასე შემდეგ, აი, ეს ამბები მოიკითხონ თავისთან. მე არც ზედმეტად ვღიზიანდები და არც ვნერვიულობ. ვიცი ჩემი ძალების, ვიცი , რა მხარდაჭერა მაქვს. კიდევ ერთხელ ეს ყველაფერი აჩვენებს ასამბლეის წევრებს, რომ ყველაზე რეალური პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ მე“,- აცხადებს გიგი წერეთელი.

მისვე თქმით, “სამარცხვინოა, რასაც “ქართული ოცნების” წევრები აკეთებენ და თავს ჭრიან მთელს საქართველოს ვიწრო პარტიული ინტერესების გამო”.

“ნაცვლად იმისა, უხაროდეთ, რომ მათი კოლეგა რაღაც უფრო მეტს შეძლებს თავისი ქვეყნისთვის, გამოდიან იმ მორალიდან, რომელიც მათ აქვთ – თუ გხარ რაიმე პოზიციაზე, აუცილებლად რაიმე უნდა დააშავო. არაფერის დაშავებას არავინ არ აპირებს. რომც არ ვიყო პრეზიდნტი, ვიქნები ვიცე-პრეზიდნტი კიდევ ორი წელი. რაც იქნება, თვითონ ნახავენ და დააბრალონ თავის თავს”,-აცხადებს გიგი წერეთელი.

banner
წინა სტატიაშილეხ ვალენსა ნატოს რუსული თვითფრინავების ჩამოგდებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაბათუმში მშენებარე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა