გიგი წერეთელი – პლებისციტი უნდა გვესმოდეს, როგორც ერთ-ერთი გზა, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ

პლებისციტი უნდა გვესმოდეს, როგორც ერთ-ერთი გზა, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მივიდეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვიღაცას მოსწონს პლებისციტი, ვიღაცას არ მოსწონს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიცია მთავარ საკითხში ერთიანია.

„ის რომ ვადამდელ არჩევნების დანიშვნის ტექნოლოგიების, ტაქტიკასთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები იყოს, ეს არაფერს არ ცვლის. ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოხერხდეს. ესაა ძირითადი საშუალებაა, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს. ეს ითქვა შარლ მიშელთან შეხვედრის დროსაც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მთავარია ეს საკითხები დიალოგით გადაიჭრას. ეს პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესშია. პლებისციტი უნდა გვესმოდეს, ერთ-ერთი გზაა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე. ვიღაცას მოსწონს პლებისციტი, ვიღაცას არ მოსწონს, ეს ნორმალურია და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოპოზიცია მთავარ საკითხში ერთიანია. მთავარია დაიწყოს ეს მოლაპარაკებები, სწორედ ამიტომაა ამაში მთელი მსოფლიო ჩართული“, – განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანას სჭირდება არა პლებისციტი, არამედ რიგგარეშე არჩევნები.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება, რომელსაც თავს ივანიშვილი გვახვევს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი – საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ ილიჩოვასა და მელაშვილს საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემის სურვილი ჰქონდათ
შემდეგი სტატიაუგულავა – ეს დიალოგი ყველაფერს შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ ტანგოს ცეკვას არა – ტანგოს მედიატორი არ სჭირდება