გიგი წერეთელი ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ჯილიან სტირკს შეხვდა.
წერეთლის თქმით, შეხვედრაზე მან, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ოდირის მისიის ხელმძღვანელთან ერთად ისაუბრა დღეს შექმნილ ვითარებასა და ეუთოს დასკვნასთან დაკავშირებით.
წერეთელმა აღნიშნა, რომ დასკვნაში პოზიტიურადაა შეფასებული კორონაპანდემიის დროს ჩატარებული არჩევნები, თუმცა ამავდროულად საუბარია იმ საარჩევნო მანიპულაციებთან დაკავშირებით, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია საარჩევნო პროცესზე
წერეთელი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ობიექტური და დასაბუთებული საჩივარი დარღვევებთან დაკავშირებით იქნება გათვალსწინებული.
„მქონდა შეხვედრა ოდირის მისიის ხელმძღვანელთან, ამ შემთხვევაში მქონდა შეხვედრა როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რადგან ეს ასამბლეა ზოგადად უწევდა კოორდინაციას მთელ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს.
გვქონდა საუბარი დღეს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ვისაუბრეთ იმ დასკვანზეც, რომელიც ეუთომ დადო საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. წინასწარ დასკვნაში საკმაოდ მკაფიოდ იყო ნათქვამი ის, რაც მიჩნეული იყო ზოგადად დადებით მომენტად და იყო ასევე მთელი რიგი ჩამონათვალი იმ უარყოფითი და ნეგატიური მომენტებისა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ყველა ის პრობლემა რაც დღეს ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც საარჩევნო ადმინისტრაციების საკითხი, ასევე ზეწოლისა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი დარღვევა გამოვლინდა, რისი ცნობებიც ნელ-ნელა შემოდის.
ვნახოთ, როგორ იქნება ასახული ეს იმ საბოლოო დასკვანში, რომელიც გამოქვეყნედება დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ის ობიექტური და დასაბუთებული საჩივარი დარღვევებთან დაკავშირებით იქნება სამომავლოდ გათვალისწინებული.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართლოში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა მარტვილში