გიგი წერეთელი – მთელი ძალ-ღონე იხარჯებოდა და უნდა დაიხარჯოს, რომ როგორმე დავაღწიოთ თავი რუსეთის ორბიტას და ვიყოთ ქვეყანა, სადაც ლიბერალური-დემოკრატიული მოწყობა იქნება

მთელი ბრძოლა და ძალ-ღონე იხარჯებოდა და უნდა დაიხარჯოს, რომ ჩვენ როგორმე დავაღწიოთ თავი რუსეთის ორბიტას და ვიყოთ ქვეყანა, სადაც ლიბერალური-დემოკრატიული მოწყობა იქნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი წერეთელმა, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობასთან“ შეერთებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანია ერთიანობა და ამ ერთიანობით, არჩევნებზე ცვლილებების მიღწევა, რომელსაც არა მარტო საქართველოში, არამედ, მსოფლიოშიც ელოდებიან.

“ძალიან ბევრი ადამიანი ამ დარბაზში ჩემი ახლობელია, მიხარია, რომ ისევ შეგხვდით. ჩვენი ისტორიის ამ ბოლო მონაკვეთში, განსაკუთრებით ამ ბოლო დეკადაში ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გადაიტანა, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ დღეს, ჩვენი ისტორიის ამ მომენტში უფრო მაღალი ღირებულება არა გვაქვს, ვიდრე ეს არის ძალების გაერთიანება და იმ დემოკრატიული ძალების ერთიანობა, რომელთაც შეუძლიათ გამარჯვება მოიტანონ საქართველოში”, – ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგი წერეთელი

 

“ძალიან ბევრი ადამიანი ამ დარბაზში ჩემი ახლობელია, მიხარია, რომ ისევ შეგხვდით. ჩვენი ისტორიის ამ ბოლო მონაკვეთში, განსაკუთრებით ამ ბოლო დეკადაში ჩვენმა ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გადაიტანა, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ დღეს, ჩვენი ისტორიის ამ მომენტში უფრო მაღალი ღირებულება არა გვაქვს, ვიდრე ეს არის ძალების გაერთიანება და იმ დემოკრატიული ძალების ერთიანობა, რომელთაც შეუძლიათ გამარჯვება მოიტანონ საქართველოში.

 

მესმის, რომ ეს პროცესი არ არის მარტივი. როდესაც ისტორიას ვახსენებთ, არის ბევრი რამ, რამაც პოლიტიკური ძალები, მათ შორის, პერსონები, ინდივიდები დააშორა ერთმანეთს, მაგრამ მე ბედნიერი ვარ დღეს, როცა ვხედავ, რომ ბევრი პოლიტიკური პარტია, ბევრი გუნდი ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, რასაც ერთიანობა ჰქვია.

 

რასაც ჩვენ დღეს ქვეყანაში ვხედავთ, იქნება ეს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვაშენებდით, როგორც მივდიოდით წინ, ევროპისკენ, ნატოსკენ, რომელსაც დღეს არავინ ახსენებს. ქვეყანა ძლიერდებოდა, ფეხზე დგებოდა და დღეს ვხედავთ, რომ რეგრესი არის აბსოლუტურად შესამჩნევი.

 

ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე და კორუფცია მაღალია, ცვენ ვხედავთ, რომ ადამიანები გადიან ქვეყნიდან, გადიან უიმედობის გამო და ერთი სული აქვთ, როდის დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში, ჩვენ ვხედავთ, როგორ დაინგრა და უფსკრულის პირზეა ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, როგორ გაჩერდა ყველაფერი ევროინტეგრაციის გზაზე და ამას ჩვენ ცალ-ცალკე, გათითოკაცებულად, ილიასეული “მარტო მეობით”, რომელსაც ის სწორედ უგემურ მეობას უწოდებდა, ვერ მოვახერხებთ, რადგან “ჩვენობა” არის მთავარი და ერთობა არის ძალა და მე მგონია, რომ საქართველოში ნებისმიერი პარტიისთვის, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის მთავარი იმპერატივი უნდა იყოს ეს.

რაღაც უნდა გადადო გვერდზე, რაღაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, ფასეული, პირადი, მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ხალხის სამსახური, საზოგადოების სამსახური, პასუხი იმ ნდობაზე, სირთულეზე და გამოწვევაზე, რომელიც ხალხს აქვს, არის სწორი ნაბიჯი პოლიტიკოსის მხრიდან.

 

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ევროპულმა საქარტველომ, თუნდაც იმ მტკივნეული დაყოფის შემდეგ, გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა განაცხადა, რომ ერთიანობას შეუერთდება.

 

ცვენი პოლიტიკური გუნდი ადრეც და მერეც ვიყავით იმ ღირებულებების ერთგული, რასაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა ჰქვია და ჩვენი რესურსი, ძალ-ღონე სწორედ ამისთვის იხარჯებოდა და უნდა დაიხარჯოს, რათა თავი დავაღწიოთ რუსეთის ორბიტას. მე მჯერა, რომ იმ ახალგაზრდების მუხტი და ენერგია, რომლებიც იცავდნენ არამარტო მათ, არამედ მათ შორის, ჩვენს მომავალსაც, ხალხის ენერგია და მუხტი, აუცილებლად გარდაიქმნება საარჩევნო ენერგიად და არჩევნებზე მოხდება ის ცვლილებები, რომლებიც სჭირდება ამ ქვეყანას და ყველა თაობას.

 

ეს უნდა იყოს ქვეყანა, სადაც არ იქნებიან პოლიტპატიმრები, სადაც ადამიანებს ქუჩაში გასვლის არ შეეშინდებათ, ხოლო როცა იქნება უკმაყოფილობა, მათ არ დააკავებენ და არ სცემენ, როგორც ამას ავტოკრატიულ ქვეყნებში ვხედავთ.

 

ეს არის ამოცანა და თუ ჩვენ ვერ ვივარგეთ, როგორც პოლიტიკოსებმა და საზოგადოების მსახურებმა, ვფიქრობ, დიდი კითხვის ნიშანი დაისმება სამომავლოდ და ეს არაფრით არ უნდა მოხდეს.

 

საქართველომ უნდა გაიმარჯვოს და ეს გამარჯვება არ იქნება არავის ანგარიშსწორებისთვის, ეს უნდა იყოს გამარჯვება იმისთვის, რომ ყველამ იპოვოს ადგილი ამ ქვეყანაში.

 

წარმატებას ვუსურვებ საქართველოს, ამ კოალიციას, რომლის წევრიც ევროპული საქარტველო გახდა და ოქტომბერში ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ ცვლილებებს, რასაც ყველა ელოდება არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში”, – აცხადებს ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გიგი წერეთელი.

 

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – პრეზიდენტი სააკაშვილი იყო გაერთიანების მთავარი მოტივატორი
შემდეგი სტატიარუსი ტურისტი, რომელმაც “ძროხის გაუპატიურება სცადა” ცხოველმა “დაჭრა” (ვიდეო)