გიგი წერეთელი: მეტეხში ხელისუფლების წარმომადგენლების უპრეცენდენტო მობილიზებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, სოფელ მეტეხში მაღალჩინოსნები მოსახლობას არჩევნებზე მისვლას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, მეტეხში ამომრჩევნების აქტივობა დილასთან შედარებით მაღალია.

„აქტივობა ზოგიერთ უბანზე გადაცდა კიდეც 30%-ს. მცირე დარღვევებზე ნამდვილად არ მინდა ყურადღება გავამახვილო. იყო უბანზე ხელისმოწერა არასწორად. ეს უმნიშვნელო დარღვევებია და ვერ აისახება ალბათ არჩევნების საბოლოო შედეგებზე, მაგრამ რაც თვალშისაცემია, ესაა ხელისუფლების უპრეცედენტო აქტიურობა და მობილიზაცია. ალბათ არ დარჩა არც ერთი უწყება, ადგილობრივი ხელისუფლების თუ თბილისიდან ჩამოსულების, რომლებიც აქ არ იყვნენ. როგორც ვიცი, უბნებზე დადიოდნენ მაღალჩინოსნები და არჩევნებზე მიუსვლელობის შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. ეს რა თქმა უნდა ცუდია და ჩრდილს აყენებს არჩევნებს. ხელისუფლებამ ამისგან თავი უნდა შეიკავოს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) ირმა ნადირაშვილი: კორცხელში დაძაბულობაა და ხელჩართული ომი
შემდეგი სტატიაკორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა- ნაცემია თენზგიზ გუნავა და ნიკა მელია