გიგი წერეთელი – მძიმე მოსასმენია ევროპარლამენტის კრიტიკა, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი „ქართული ოცნებაა“

ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი შემაფერხებელი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მისი პოლიტიკა, განსაკუთრებით ეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას ეხება, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი ევროპარლამენტში წარმართულ განხილვას.

მისივე განცხადებით, ევროპარლამენტის კრიტიკა მძიმე მოსასმენია, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მთავარი შემაფერხებელი „ქართული ოცნებაა”.

„ევროპარლამენტში განხილვა, ევროინტეგრაციის ასეთ კრიტიკულ მომენტში ასეთი კრიტიკული გამოსვლები ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავრწმუნდით, საქართველოს საზოგადოება დარწმუნდა, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და იმ გზას, რომელიც გვინდა, რომ ევროპისკენ გავიაროთ, მხარდაჭერა აქვს.

ამავე დროს, ასევე დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ნათელია, რომ ამ გზაზე მთავარი შემაფერხებელი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მისი პოლიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და აქ ნათელი მაგალითები იყო ყველაზე მწვავე – ნიკა გვარამიასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, ზოგადად ის ძალადობა, პოლარიზაცია, მედიაზე ზეწოლა, დევნა და ა.შ., რაც ევროპულ ღირებულებებთან აბსოლუტურად შეუთავსებელია,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიბეჟაშვილი – გუშინდელი დღე „ქართული ოცნებისთვის“ უნდა იყოს სახელმძღვანელო – ან უნდა შეასრულოს მოთხოვნები ან აიღოს პასუხისმგებლობა და წავიდეს ხელისუფლებიდან
შემდეგი სტატიათიბისი აქტივების მართვამ პირველი საინვესტიციო ფონდის ტრანზაქცია დახურა