4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

გიგი წერეთელი: მასშტაბური აქცია 28 ნოემბერს არის დაგეგმილი

„ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი წერეთელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ მიმდინარე პროტესტი რომელიმე კონკრეტული პარტიის ორგანიზებული არ არის და საპროტესტო კამპანიის დასაწყისს წარმოადგენს.

წერეთლის თქმით, მომდევნო მნიშვნელოვანი და მასშტაბური აქცია 28 ნოემბერს არის დაგეგმილი.

„რაც დღეს ხდება საქართველოში, დემოკრატიის მოშლისა და დესტრუქციის თვალსაზრისით, მართლაც წარმოუდგენელია… პარტიები იკრძალება და, ფაქტობრივად, პოლიტიკური ცხოვრების შეზღუდვა ხდება, აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ პატიმრებზე. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში იქნება პროტესტი“, — აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, საზოგადოებას სურს დემოკრატიული და მშვიდობიანი ცვლილებები, პროტესტის მიზანი კი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ხმის მიწვდენაა.

banner
წინა სტატიაშიფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: თსუ-თან გამართული აქცია პროტესტის ახალი ტალღის დასაწყისია