გიგი წერეთელი : ირაკლი კობახიძე აგრესიულობით გამოირჩევა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია აგებული იქნება სიძულვილსა და ნეგატიურ გზავნილებზე

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, ირაკლი კობახიძე აგრესიულობით გამოირჩევა.

ოპოზიციონერი დეპუტატი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძის დაინიშვნას გამოეხმაურა.

წერეთელის შეფასებით, შტაბის ხელმძღვანელად კობახიძის დანიშვნა მანიშნებელია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია აგებული იქნება სიძულვილზე, ნეგატიურ გზავნილებსა და სერიოზულ დაპირისპირებაზე.

„არ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, ვინ იქნება საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, რადგან ერთი ხაზი იქნება, მაგრამ ირაკლი კობახიძე აგრესიულობით გამოირჩევა. როცა საუბარია დაპირისპირებაზე, სიძულვილის ენაზე, სამწუხაროდ, ის ახმოვანებს ხოლმე დაგეგმილი გზავნილების მთელ სპექტრსა და პაკეტს.

როგორც ჩანს, მათი საარჩევნო კამპანია აგებული იქნება სიძულვილზე, ნეგატიურ გზავნილებზე და სერიოზულ დაპირისპირებაზე. ამის მანიშნებელია კობახიძის დანიშვნა შტაბის ხელმძღვანელად“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე : ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართული ოცნების“ გუნდი ვერ წარმომიდგენია
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე – დღეს, როცა მსოფლიოში პანდემიაა, არ არის დრო, ბრალდებულები ვეძებოთ