გიგი წერეთელი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები პრიორიტეტია

ბუქარესტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს და მას 56 ქვეყნის პარლამენტის 300- მდე წარმომადგენელი ესწრება.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, მიმდინარე ღონისძიებაში მონაწილეობს, როგორც ორგანიზაციის ექს-პრეზიდენტი.
მისი განცხადებით, მიმდინარე სესიაზე უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობის, დემოკრატიის, უკრაინაში რუსეთის აგრესიის თემებთან ერთად, განიხილება საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების ფორმირების საკითხიც.
“მიუხედავად იმისა, რომ წელს ბევრ ქვეყანაში არის არჩევნები, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების ჩამონათვალში საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები პრიორიტეტულია. ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა, ფინელმა დეპუტატმა, პია კაუმამ განაცხადა და ეს საკითხი ეუთო-ს ზაფხულის სესიაზე აქტიური განხილვის საგანია. ეს კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს ე.წ. “ გამჭვირვალობის” კანონის მიღების ფონზე, რაც საარჩევნო გარემოს მძიმე პრობლემების წინაშე აყენებს.
ჯგუფმა მოითხოვა ეუთო-სგან მასშტაბური სადამკვირვებლო მისიის ფორმირება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, განსაკუთრებული აქცენტით მოსალოდნელ ზეწოლასა და ანტიდემოკრატიულ ტენდენციებზე, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრეულ პერიოდში, რაც ძირს გამოუთხრის კენჭისყრის დემოკრატიულობას”- განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიპესკოვი: საფრანგეთის არჩევნების პირველი ტურის შედეგი შეესაბამება ევროპის ტენდენციებს
შემდეგი სტატიაცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა