გიგი წერეთელი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მკაფიოდ განცხადდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

ბუქარესტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია დასრულდა, რომელშიც 56 ქვეყნის პარლამენტის 300- მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ესწრებოდა, , როგორც ორგანიზაციის ექს-პრეზიდენტი.
როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, ღონისძიებაზე ევროპაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე არაერთი დისკუსია გაიმართა და უპირველეს ყოვლისა, ეს უკრაინასა და ზოგადად უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა.
წერეთლის თქმით, მნიშვნელოვან განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში პოლიტიკური მიმდინარე მოვლენები და მოახლოებული არჩევნებიც იყო. რა თქმა უნდა, ასამბლეა ყოველთვის მკაფიოდ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას .
“საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რაზეც როგორც სხდომაზე, ასევე კულუარულადაც იყო მუდმივად დისკუსიები, იმ ვითარებაზე, რომელიც შექმნილია ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ – ეს უკავშირდება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ე.წ. აგენტების კანონს და ამ კანონის მიუღებლობას. ეს სპეციალურად აღინიშნა კიდეც რეზოლუციაში და იყო ამაზე განცხადებები, რომ ეს აბსოლუტურად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან და ამასთან დაკავშირებით, უკვე ეუთო/ოდირმაც გააკეთა განცხადება.
შემდეგი მნიშვნელოვანი თემა, ეს არის არჩევნები და აქ სპეციალური შესწორებაც შევიდა რეზოლუციაში, რომელიც ითხოვს რაც შეიძლება ფართომასშტაბიან და მნიშვნელოვან მისიის ორგანიზებას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ არჩევნებზე ზემოქმედება ვერ შეძლოს და ანტიდემოკრატიული ინსტრუმენტები ვერ გამოიყენოს.
ამ თემებზე ბევრი შეხვედრა გაიმართა ჩვენს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან – იმ სენატორებთან და კონგრესმენებთან, ვინც “მეგობარი” აქტის ინიცირება მოახდინა აშშ კონგრესში. მსჯელობა იყო თუ როგორ განვითარდება მოვლენები სამომავლოდ და კიდევ ერთხელ ითქვა, რომ არც აშშ და არც ევროპა არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას ასეთ რთულ და კრიტიკულ პირობებში”.- განაცხადა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდამჭერი
შემდეგი სტატიარუსეთი აჩერებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას და მიზეზად “ტოტალურ რუსოფობიას” ასახელებს