გიგი წერეთელი- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ბელორუსის ხელისუფლებას, რომ შეაჩერონ რეპრესიული ტაქტიკა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები სრულად დაცვან

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა უკიდურესად შეშფოთებულია ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჭარბი ძალის გამოყენების გამო. მათ შორის რეზინის ტყვიების, წყლის ქვემეხების, ყუმბარებისა და მასობრივი დაპატიმრებების ჩათვლით, ასამბლეის პრეზიდენტმა , გიგი წერეთელმა, მოუწოდა ბელორუსის ხელისუფლებას, რომ შეაჩერონ რეპრესიული ტაქტიკა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები სრულად დაცვან. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროტესტი უნდა იყოს არაძალადობრივი.
გიგი წერეთელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპონენტების რეპრესიები, დევნა მიუღებელია და ეუთოს პრინციპების საწინააღმდეგო.. მისი თქმით, ახლა საჭიროა დეესკალაცია და მოლაპარაკება, ხოლო არჩევნების შემდგომი მოვლენები იმის ნიშანია, რომ საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები და რეფორმები.
”როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყანა, ბელორუსია ნებაყოფლობით დათანხმდა ვალდებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით. მათ შორისაა – მშვიდობიანი შეკრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება, თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავებისგან თავისუფლება და ეფექტური დაცვის უფლება. „ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაიცვან ეს უფლებები და თავისუფლებები და ბოლო დღეებში თვითნებურად დაკავებულები გაათავისუფლონ დაუყოვნებლად. ”- განაცხადა ასამბლეის პრეზიდენტმა .
გიგი წერეთელმა მიუთითა დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის, ასევე მედიის წევრებზე თავდასხმის, ქვეეყანაში ინტერნეტის და სოციალური მედიის საიტების დაბლოკვის შესახებ. ”ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და დაკავებულების არასათანადო მოპყრობა საერთაშორისო ვალდებულებების მძიმე დარღვევაა, ძალიან ვწუხვართ ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის შესახებ ინფორმაციის გამო, მათ შორის პატიმრობაში.”
მისი განცხადებით „ ბელორუსი საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვანი წევრია, მინსკი ყოველწლიურ სესიას მასპინძლობდა სამი წლის წინ , სადაც განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს დემოკრატიის კონსოლიდაცია ბელორუსში. ველოდებით ამ მოლაპარაკებების გაგრძელებას და განხორციელებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ყველაზე ინოვაციურად, საქართველოში კი – საუკეთესოდ აღიარა
შემდეგი სტატიაევროკავშირი ბელარუსს სანქციებს უწესებს