გიგი წერეთელი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მხარდამჭერი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, რომელიც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე სესიას ესწრება, ეხმიანება ქართული ოცნების მიერ ეუთო-ს რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.
გიგი წერეთელი აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, თავდაპირველად რეზოლუციაში შესატანი ცვლილებების კომიტეტის სამუშაო ვერსია გავრცელდა, რომელიც ხელისუფლების პროპაგანდამ გამოიყენა, რომ თითქოს დასავლეთის და ასამბლეის მხრიდან საქართველოს ინტერების საწინააღმდეგო ჩანაწერი შეგნებულად ყმზადდებოდა.
” მე არ ვარ ოფიციალური წევრი დელეგაციის და არ მიმიღია კონკრეტულ განხილვებში მონაწილეობა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, აქ იყო საუბარი ერთ პარაგრაფზე, ეს იყო სამუშაო ვერსია კომიტეტში, სადაც არ იყო მართებული, სწორი ფორმულირებები შესაბამისი იმ ვითარების და რეალობის, რომელიც დღე არის. ამავდროულად, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, ოკუპაციის , დემოკრატიის თუ არჩევნების, საბოლოო რეზოლუციის სხვადასხვა მუხლებში შეტანილია.
შესაბამისად, ამაზე იყო რეაქცია, პირველ რიგში ოპოზიციის მხრიდან და ეს საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან, შესამამისად, ეს არ ასახულა საბოლოო ვერსიას. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლების პროპაგანდამ ეს გამოიყენა, თითქოს რაღაც მზადდებოდა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დასავლეთის მხრიდან, ამერიკელების მხრიდან და თვითონ ასამბლეის ინტერესი იყო ამაში, რაც ნამდვილად უსაფუძვლოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანტიდასავლური კამპანია გრძელდება.
ეს ორგანიზაცია, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ყოველთვის იყო საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდამჭერი. ის არის კრიტიკული დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით, რაც ხდება საქართველოში და ეს რა თქმა უნდა ხელისუფლებას არ მოსწონს”.- განაცხადა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მკაფიოდ განცხადდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან