გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეის სესიის მუშაობაში მონაწილეობს.
სხდომები ქალაქ პორტოში იმართება და მას 56 ქვეყნის 500 ზე მეტი
საპარლამენტო წარმომადგენელი და სტუმარი ესწრება. ასამბლეა ამ სესიაზე
აჯამებს წლის სამუშაოს, ისმენს მომხსენებელთა ანგარიშებს პოლიტიკური,
ეკონომიკური, დემოკრატიისადა ადამიანის უფლებების მიმართულებით,
საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს და ამტკიცებს შესაბამის
რეზოლუციებს, რაც სახელმძღვანელოა წევრი ქვეყნებისათვის.

დებატების ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესია,
ისრაელი- ირანის კონფლიქტი და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები,
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა წევრ ქვეყნებში, ეუთოს
ფუძემდებლური პრინციპების დარღვევები სა ორგანიზაციის გაძლიერების
სტრატეგიები.

საქართველოში არსებული ვითარება, მწვავე პოლიტიკური კრიზისი და
რეპრესიული ქმედებების შეფასება იყო დებატების მნიშვნელოვანი ნაწილი და
შესაბამისი პუნქტები გათვალისწინებულია შემაჯამებელი რეზოლუციის
პროექტშიც. ასევე, პოლონეთის დელეგაციამ წარადგინა სპეციალური რეზოლუცია
“საქართველოში დემოკრატიისა და ეუთო-ს ღირებულებების მხარდაჭერის
შესახებ”.

გიგი წერეთელი, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი
შეხვდა ორგანიზაციის პრეზიდენტს პია კაუმას, ეუთო/ოდირის ხელმძღვანელს
მარია ტელალიანს, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრს პაულო რანჟელს,
სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სესიის დასასრულს ახალ პრეზიდენტსა და
ბიუროს შემადგენლობას აირჩევს.

banner
წინა სტატიაშიLSE-ისა და LBS-ის კურსდამთავრებულები აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების დაკავებას გმობენ
შემდეგი სტატიაOSCE/ODIHR-ის დირექტორი: “FARA”-ს კანონი საქართველოში ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების უფლებებს