გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აირჩიეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აირჩიეს.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ერთი წლის ვადით ქრისტინე მუტონენი გახდა. არჩევნების მეორე ტურში მან 86 ხმა მიიღო, გიგი წერეთელმა – 73.

ამასთან, მუტონენის კანდიდატურას დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც.

ასამბლეის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდნენ ავსტრიელი ქრისტინე მუტონენი, რომელიც “სოციალისტურმა პარტიამ” დაასახელა, დამოუკიდებელი კანდიდატი, ფრანგი ალან ნერი და გიგი წერეთელი, რომელიც კანდიდატად “ევროპის სახალხო პარტიამ” წარადგინა.

banner
წინა სტატიაშირიმა ბერიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი „ოცნებას“ ვიწრო პარტიულ ინტერესებში ამხელს