გიგი წერეთელი: ერთადერთი, ვისაც ახლა ამომრჩევლის პასიურობა აძლევს ხელს, ხელისუფლებაა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი წერეთელი გადაცემაში “ღამის მთავარი” ამბობს, რომ კოვიდპანდემია არჩევნებზე მოქალაქეების მისვლისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ უნდა გახდეს.

დარჩენილი დღეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმის პროპაგანდისთვის, რომ მართლაც, მაღაზიაში შესვლა უფრო საფრთხილოა, ვიდრე საარჩევნო უბნებში. დაცული უნდა იყოს დისტანცია, პირბადეები და ასე შემდეგ – ეს ცესკოს პრეროგატივაა, სხვათა შორის, – ამბობს გიგი წერეთელი.

გიგი წერეთლის თქმით, ის ესაუბრება მოქალაქეებს და იცის, რომ ძალიან ბევრი გამოთქვამს არჩევნებში მონაწილეობისთვის მზაობას.

თუ ხელოვნურად არ შეაფერხეს, მე ვხედავ მზაობას ადამიანებისგან, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ეს აუცილებელია, რადგან ერთადერთი, ვისაც ახლა ამომრჩევლის პასიურობა აძლევს ხელს, ხელისუფლებაა, – თქვა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიცესკო-სთან აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაწულუკიანი ბადრი ესებუაზე : ჩვენ არ ვიცით, ის თავისუფლად გადაადგილდება თუ იმალება