გიგი წერეთელი დმანისის ინციდენტზე – მომხდარმა ფაქტმა, პირველ რიგში, ხელისუფლებას “გაკვეთილი უნდა ასწავლოს”

„ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გიგი წერეთელის განცხადებით, კარგია, რომ დმანისში სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ მომხდარმა ფაქტმა, პირველ რიგში, ხელისუფლებას “გაკვეთილი უნდა ასწავლოს”.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ხელისუფლება სწორ პოლიტიკას არ წარმართავს, კონფლიქტის რისკი ყოველთვის იქნება.

“ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც მოვისმინეთ, რომ დროული ჩარევა არ იყო. აიხსნა, რომ ძალიან რთული ვითარება იყო, სოფელია, ბევრი ხალხი იყო და სწრაფად განმუხტვა ვერ მოხდა. პირველი ჩხუბის ეპიზოდი, რაც საზოგადოებამ ნახა, მგონი საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა, ყოველგვარი გაშველებისა და ჩარევის გარეშე. გასაგებია, რომ სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ თუ არ იქნება სწორად წარმართული პოლიტიკა, არ იქნება პრევენციაზე და ასეთი გართულებების პროფილაქტიკაზე ორიენტირებული, საფრთხე ყოველთვის იქნება. კარგია, რომ ეს ვითარება განიმუხტა, მაგრამ ამან პირველ რიგში, ხელისუფლებას გაკვეთილი უნდა ასწავლოს”,-განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 12 ე.წ. სპეციალურ მთვლელს დაიქირავებს
შემდეგი სტატიაგლდანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს