გიგი წერეთელი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

ერთიანი ნაციონლური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მუშაობაში.
როგორც ეუთოს საპარლამენტო ასაბლეის ვიცე-პრეზიდენტმა და EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელმა მოხსენებ გააკეთა განხორციელებული აქტივობების შესახებ. მათ შორის საარჩევნო სადამკვირვებლო მისების თაობაზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა საქარეთველოში, მოლდოვაში, ბელორუსში, მონტენეგროში, რუსეთსა და აშშ-ში. ასევე, მომავლი ეუთოს მინისტერიალის პრიორიტეტებზე, რომელიც დეკემბრერში გერმანიაში გაიმართება.
საქართველოში ჩტარებულ არჩევნებზე გამოსვლაში ისაუბრა EPP-IS პრეზიდენტმა ჯოზეფ დოულმა, მან აღნიშნა, რომ ძალიან რთული კამპანია იყო, მიუხედვად ამისა, ნაციონალურმა მოძრაობამ საკმაოდ დიდი მხარდაჭრა მოიპოვა, ის არის მთავრი ოპოზიციური ძალა და მნიშვენლოვნია, რომ მათი აქტივობა პარლამენტში გაგარძელდეს.
გიგი წერეთელმა მადლობა გადაუხადა EPP-ის ლიდერებს თანადგომისა და მხარდაჭრისთვის აღნიშნა, რომ პარტიისთვის ეს მართლაც ძალიან მძიმე ბრძოლა იყო სახელისუფლებო მანქანასთან.
„უახლოეს პერიოდში იქნება საბოლოო დსკვნა არჩევნების შედეგების შესახებ და ალბათ ბევრი საგულისხმო მომენტი აისახება. რაც აუცილებლად უნდ გახდეს განსჯის საგანი საარჩევნო სისტემის რეფორმირებისათვის. „
მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ძირითადი ოპოზიციური პარტია აქტიურად იმუშავებს საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის გარეთაც, რათა ჩვენი პრიორიტეტების რეალიზება მოხდეს. ამავე დროს არ მივცეთ დღეს არსებულ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში რაიმე საფრთხე შეექმნას დემოკრატიულ განვითარებას, მედია პლურალიზმს, სასამართლო სისტემას და საქართველომ აქტიურად განაგრძოს ევროპასთან ინტეგრაცია.“

banner
წინა სტატიაშიგერმანია ავღანეთში 12 ათას მიგრანტს გაადეპორტებს
შემდეგი სტატიასტამბოლში რუსეთის საკონსულოსთან სროლა მოხდა