გიგი წერეთელი : ბევრ მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ გავიმარჯვებთ პირველ ტურში

ოპოზიცია ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მედია მდივნის ირმა ნადირაშვილის თქმით, ივანიშვილი ნელ ნელა ეგუება რეალობას.

“წინა კვირას ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ გადალახავს ბარიერს, 4 დღის უკან თქვა, რომ ჩვენ გვაქვს 9 პროცენტი და დღეს უკვე თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას აქვს 30 პროცენტი. მივესალმები, რომ ბიძინა ივანიშვილი ნელ ნელა ეგუება რეალობას და ახლა მთავარია შეეგუოს საბოლოო მარცხს და ოპოზიციაში გადასვლის პერსპექტივას“ – განაცხადა ნადირაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის, 49-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი წერეთელის თქმით, ისინი ბევრ ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებენ.

“ხალხს ეუბნებიან, რომ ისინი კარგად ცხოვრობენ და უბრალოდ ანალიზის უნარი არ აქვთ, რომ ამას ვერ ხედავენ რამდენად კარგად არის ქვეყანაში საქმე. ბევრ მაჟორიტარულ ოლქში ჩვენ გავიმარჯვებთ პირველ ტურში. იქნება ოლქები, სადაც ალბათ მეორე ტურებიც იქნება“ – აღნიშნა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის თქმით, მან არ იცის ოცნების მაჟორიტარობის რამდენი კანდიდატი მოიგებს პირველ ტურს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ყველა, ვინც მეორე ტურში გავა, გაიმარჯვებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი : ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ პირველ ტურში ვერ მოიგებენ ბევრ ადგილას, ეს უკვე პროგრესია
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე : რატომ არ ამოიღეს ეს იარაღი აქამდე…რას აკეთებდა ,,ქართული ოცნება“ ოთხი წლის განმავლობაში