გიგი წერეთელი: აშშ-ს საელჩოს განცხადება დასტურია იმისა, რომ პროცესი აბსოლუტურად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან

„ამ ყველაფრის სწრაფად შემობრუნებაა საჭირო, რაც საბოოლოო ჯამში ხელისუფლების, რაც შეიძლება დროული ცვლილებითაა შესაძლებელი.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აშშ-ს საელჩოს საქართველოს სასამართლო სისტემაზე გავრცელებულ განცხადებას

„სასამართლო სისტემის მიკერძოებულობა, არაობიექტურობა, პოლიტიკური დაქვემდებარება საქართველოსთვის უზარმაზარი პრობლემაა და ამასთან დაკავშირებით არაერთი ძალიან კრიტიკული შეფასება მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა თუ აშშ-ს მხრიდან. აშშ-ს საელჩოს ბოლო განცხადებაც დასტურია იმისა, რომ ეს პროცესი აბსოლუტურად შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან და იმ ვალდებულებებთან, რომელიც საქართველოს აქვს ნაკისრი, როგორც დასავლეთის პარტნიორ ქვეყანას. ამიტომ ეს უნდა შეიცვალოს აუცილებლად თუ არადა ქვეყანას მუდმივად ექნება პრობლემები და რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში დაეფუძნება ხელისუფლების რაც შეიძლება დროულად ცვლილებას.“ – განაცხადა წერეთელმა

ცნობისთვის, აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავიის წევრების არჩევა კონკურენტული, დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშიტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კალათბურთელს ბრალი დაუმძიმდა
შემდეგი სტატიაწითლიძე სუს-ს: რაღაც განცხადება გაგივრცელებიათ. ზუგდიდში მაქვს დღეს რევოლუცია და მოდით