გიგი წერეთელი აშშ-ჰელსინკი კომისიის ლიდერებს, ამერიკის სენატის წევრებს შეხვდა

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, ვენაში ამერიკელ სენატორებს, აშშ-ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელებს, ბენ კარდინს და როჯერ ვიკერს შეხვდა.
შეხვედრა ვენაში შედგა, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია გაიმართა.
საუბრის მთავარი თემა იყო დღეს არსებული აქტუალური პრობემები, რაც უკავშირდება რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებს, დემოკრატიის გამოწვევებს უეთოს რეგიონში, აშშ-ის აქტიურ ჩართულობას ეუთოსა და მისი საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში.
წერეთელმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშნელობას, იმ გამოწვევების გასამკლავებლად, რაც ეხება რუსულ ოკუპაციას, ქვეყანაში დემოკრატიულ კონსოლიდაციას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძემ თელავში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა