გიგი წერეთელი არ გამორიცხავს, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხი დადგეს

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი წერეთელი დეპუტატების გადაწყვეტილებას, უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ, მიესალმება.

“ისედაც ჩვენს უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, ეს არეულ-დარეულობა ნამდვილად არ სჭირდება, არ სჭირდება პარლამენტს ასეთი პრობლემები, სადაც გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, სადაც ერთმანეთს ლანძღავენ. დღეს არის კრიზისი, ერთმა ჯგუფმა დატოვა, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ალბათ, იმიტომ რომ მორალურად ძნელად შესაგუებელია ეს.

მეორე ჯგუფი ცალკეა მაჟორიტარების. გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხდება და ბუნებრივად შეიძლება დადგეს ვადამდელი არჩევნების თემა. შეიძლება აწყობდეს დღეს “ოცნებას” მაჟორიტარული წესით, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას დაუშვებს, რომ ისევ წყნარად ჩატარდეს ეს არჩევნები მაჟორიტარული წესით, ისევ მოსყიდვით და ადმინისტრაციული რესურსით მოიგონ ადგილები რეგიონებში,“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში“ზუსტად ვიცი, ივანიშვილი დასრულდება”-ნიკა მელია
შემდეგი სტატია” პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას ისევ გავრილოვი იჯდა”