გიგი წერეთელი : ახლა მთავარი მძევლების უსაფრთხოებაა, და არა კრიტიკულ მედიაზე შეტევა

გიგი წერეთლის განცხადებით, სამართალდამცავების უმთავრესი ამოცანა მძევლების უსაფრთხოება და განთავისუფლებაა. წერეთელმა აღნიშნა, რომ საჭიროა რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ოპერაცია.

წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ სრულიად გაუგებარია ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე შეტევა.

„რაც შეიძლება დროულად უნდა დასრულდეს ეს ოპერაცია. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება და ყველანი ჯანმრთელად დაუბრუნდებიან ოჯახებს. ეს შემთხვევა, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული ვითარებაა ქვეყანაში და აუცილებლობაზე, რომ ფუნდამენტური ცვლილებებია საჭირო. ამავდროულად, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, ამ დროს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკულ მედიაზე და პოლიტიკურ ოპონენტებზე შეტევა.“ – აცხადებს წერეთელი.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია, ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა დაქირავებულმა პროპუტინურმა ჯგუფებმა შეძლება იკადრონ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს