გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თემაზე რუსულ მხარესთან კომუნიკაცია არსებობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი გიორგი კარასინის იმ განცხადებს ეხმიანება, სადაც კარასინი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სხდომაზე რუსეთის დელეგაციის დასწრების საკითხზე საუბრობს.

როგორც წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის დელეგაციასთან კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე არსებობს.

„აქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს დელეგაცია აპირებს ჩამოსვლას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხუსის სხდომაზე. არავითარი განსაკუთრებული მოწვევები აქ არ არის და არც არავის გაუგზავნია. როგორც კი ცხადდება, რომ გაიმართება სესია, დელეგაციას აქვს უფლება, დაესწროს მას. რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით ერთი რამ არის სირთულე. მათ ხან აქვთ ოკუპაციის კანონებთან პრობლემა, ხან აქვთ სანქციები ევროპიდან და ეს, რა თქმა უნდა, არავის ბრალი არ არის, რუსეთის გარდა. ეუთო სთხოვს ორგანიზატორ ქვეყანას, რომ ყველა წევრი დელეგაციის იყოს დაშვებული. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არსებობდა. ჩვენ ჩვენს კოლეგებს ვუთხარით, რომ მაქსიმალურად ისე უნდა დაკომპლექტდეს დელეგაციები, რომ არ იყოს მასში ხალხი, რომლებიც ოკუპაციის შესახებ კანონს არღვევდნენ“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა.

რაც შეეხეა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს, როგორგიგი წერეთელმა აღნიშნა, ეს მისი გადასწაყვეტი არ არის.

„მე ვარ ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს ჰყავს დელეგაცია, რომელსაც ხელისუფლება ხელმძღვანელობს. ალბათ ეს ქვეყანამ და ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ამიტომ ის მიდგომა, რომ რუსები არ იყვნენ წარმოდგენილი საერთოდ, პარტნიორების მხრიდანაც არ არის მხარდაჭერილი. სჯობს, მათ სათქმელი უთხრა პირდაპირ”-განაცხადა გიგი წერეთელმა.

გრიგორი კარასინმა პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი განიხილა. როგორც კარასინმა აღნიშნა, რუსეთის დელეგაციის წევრები აპირებენ, მონაწილეობა მიიღონ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში, რომელიც თბილისში უნდა გაიმართოს. რუსულ მხარე გარანტიებს ითხოვს და კარასინამ ერთ-ერტ ასეთ გარანტიად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუმქება მოითხოვა.

 

banner
წინა სტატიაშიგრიგორი კარასინი: უკეთესი იქნება თუ “ოკუპაციის შესახებ კანონს” საერთოდ გააუქმებენ
შემდეგი სტატიაISET საქართველოში ბიზნესის ნდობის ინდექსის მკვეთრად გაუმჯობესებას “კვირიკაშვილის ეფექტს” უკავშირებს