20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გიგი წერეთელი: 26 მაისი ზეიმთან ერთად, ბევრი ადამიანისთვის ასევე პროტესტის გამოხატვის დღე იქნება

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

აქციისთვის ხელის შეშლა, წინააღმდეგობისა და ბარიერების შექმნა ხელისუფლების სისუსტის გამოვლინებაა – თუკი აქციაში პოლიტიკურად მათთვის საფრთხის შემცველია არაფერია, რატომ ცდილობენ ყველა მეთოდით ხელის შეშლას?! – ეს განცხადება პარტია “ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ „ავტოკრატიული მისწრაფებების“ მქონე ხელისუფლებას მხოლოდ ქუჩაში ბევრი ადამიანის გამოსვლის ეშინია და ამას უფრთხის. წერეთელმა ამ კონტექსტში 26 მაისის აქციაზე ბევრი ადამიანის ყოფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“წარმოუდგენელია, რომ დღეს საზოგადოება დამოუკიდებლობის აღნიშვნაში ჩართული არ იყოს. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ ხდება ერთხელ – ეს არის მუდმივი პროცესი. როგორც კი მოდუნდები, მით უმეტეს ისეთ რეგიონში და ისეთი მეზობლის გვერდით, სადავ საქართველო იმყოფება, საფრთხე მუდმივია.

26 მაისი ზეიმთან ერთად, ბევრი ადამიანისთვის ასევე პროტესტის გამოხატვის დღე იქნება. პროტესტი იმ რეალობას ეფუძნება, რომელიც დღეს ქვეყანაშია და რის გამოც ორი წელია ქვეყანაში აქტიური პროტესტია. ქვეყნის დამოუკიდებლობა წარმოუდგენელია დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გარეშე.

ვითარება, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის გარანტირებულად შენარჩუნების ვითარება არ არის“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის პარალელურად, პარლამენტის შესასვლელები დამატებითი რკინის ჯებირებით გაამაგრეს
შემდეგი სტატიალევან ცუცქირიძე: დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოლებთ, დავიცავთ და გადავარჩენთ