გიგი ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის – სააკაშვილის მიმართვა ფოთელებს

მიხეილ სააკაშვილის ფოთელებს მიმართავს – წერილს მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ავრცელებს. მესამე პრეზიდენტი ადგილობრივებს გიგი უგულავასთვის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

“ძვირფასო ფოთელებო, თუ გახსოვთ სწორედ ფოთიდან ვიბრუნებდით აჭარას და მერე ავაყვავეთ ბათუმი. ახლა, სამწუხაროდ ბევრი დროის დაკარგვის მერე, უნდა ავაყვავოთ ფოთი. ახალგაზრდობა და ქალები კი არ უნდა მიდიოდნენ, პირიქით, უნდა ბრუნდებოდნენ.

გიგის იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ნამდვილი ოქროს შანსია ფოთისთვის და ჩემთვის, რათა თქვენ დაგეხმაროთ.

აეროპორტი უნდა დავასრულოთ, პორტში მინიმუმ 3 ათასი სამუშაო ადგილი დავამატოთ და ხელფასები გავაორმაგოთ” – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

banner
წინა სტატიაშირუსთავის ციხის წინ ქუთაისის მეტადონის პროგრამა აქციას ატარებს – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა