გიგი ხოჯევანიშვილი: ,,ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, წნეხს, უღირს საქციელს… იყო პროპაგანდისტული მანქანა ჩვენს წინააღმდეგ, ტალახის სროლა და ეს ყველაფერი დასრულდა ძალიან სამარცხვინო კარუსელით საარჩევნო დღეს.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებისადმი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით მიდგომისათვის და განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო იმ 137 000-ზე მეტ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაგვიჭირა არჩევნებზე ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ჩაყენებული. თუმცა საბოლოოდ ამ ადამიანებმა უარი უთხრეს ამ ორპოლუსიან სიბრტყეს, რომელშიც დღეს საქართველოს საზოგადოებას უწევს ცხოვრება.“ – მიმართა პარლამენტარმა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიგი ხოჯევანიშვილმა მოქალაქეებს პარლამენტის სხდომიდან.
„თავიდანვე ხაზს ვუსვამდით, რომ ჩვენი მხარდამჭერების მიმართ ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, წნეხს, სხვადასხვა უღირს საქციელს… იყო პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა, იყო უამრავი ტალახის სროლა და ეს ყველაფერი დასრულდა ძალიან სამარცხვინო კარუსელით საარჩევნო დღეს. თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ამხელა მხარდაჭერა მივიღეთ ქართული საზოგადოების მხრიდან. თითოეულ მათგანს მინდა ვუთხრა, რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება უკეთესი საქართველოსთვის და ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე.“ – განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

„ბრძოლა გრძელდება. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც უკეთეს საქართველომდე მიგვიყვანს.“- ამბობს ხოჯევანიშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი ხოჯევანიშვილმა ირაკლი კობახიძეს შეახსენა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებების ერთ-ერთი დაზარალებული ახლა მათ მიერ პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერის გამოა დაკავებული.

„მინდა გამოვეხმაურო – ირაკლი კობახიძის ჩამონათვალში ყური მოვკარი ბუტა რობაქიძის შემთხვევის ხსენებას და სწორედ ამ საქმეში ერთხელ უკვე უსამართლოდ პატიმრობამისჯილი აკაკი ბართაია, რომელიც დღეს ჩვენი მხარდამჭერია, ასევე უსამართლოდ ზის ციხეში და გვაინტერესებს როდესმე ვინმესგან თუ იქნება კომპეტენტური პასუხი, როდის დასრულდება ეს უსამართლობა და როდის ვიხილავთ ჩვენს თანამებრძოლს ჩვენს გვერდით.’’ – ამბობს ხოჯევანიშვილი.

banner
წინა სტატიაშისამნიძე – „რესპუბლიკური პარტია“ მხარს უჭერს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „მხოლოდ გახარიას შეუძლია გახდეს „ოცნების“ და ნაციონალების ალტერნატივა“