გიგი გიგიაძე: იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით

დანიაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობის გირაოთი შეცვლასა და გათავისუფლებას ულოცავს. ელჩი იმედოვნებს, რომ წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით.

“მთელი გულით ვულოცავ ბატონ ივერი მელაშვილსა და ქალბატონ ნატალია ილიჩოვას, ასევე მათ ოჯახებს, საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გირაოს სანაცვლოდ მათი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, პირველი ნაბიჯია საბოლოო გამარჯვების გზაზე და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ მათდამი წაყენებული ბრალდება ძალიან მალე შეიცვლება ცალსახად გამამართლებელი განაჩენით. მით უმეტეს, რომ არანაირი დანაშაული და ბრალეულობის დამადასტურებელი გარემოება არ არსებობს დღეს, ისევე როგორც არ არსებობდა ოთხი თვის წინ. გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!”. – წერს გიგიაძე.

banner
წინა სტატიაშიგომელაური: ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია
შემდეგი სტატიამელაშვილი: ის, ვინც ამ რუკაზე აპელირებს, ან არ იციან საქმე, ან კიდევ დილეტანტური მისწრაფებაა და ამ მთავრობის მიერ გამოყენებულია პოლიტიკური ზეწოლისთვის