ეკა გიგაური: გვრიტიშვილმა ისიც კი იკადრა, რომ მისივე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება თავად ეკა ბესელიას დააბრალა

“ეს ადამიანები არიან პოლიტიკოსები და იმ მესიჯბოქსებით საუბრობენ, რომლითაც საუბრობს ქართული ოცნება,” – ასე ეხმაურება ეკა გიგაური ზოგიერთი მოსამართლის და მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებებს არასამთავრობო სექტორთან მიმართებაში.

ეკა გიგაური აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ამ მოსამართლეების ლექსიკა და მთელი მიზანი არის ის, რომ ისინი ცდილობენ, ამ გზით ქართული ოცნება მოხიბლონ.

„დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობდა იმას, რომ მას დრო არა აქვს, განიხილოს საქმეები. ნამდვილად არა აქვს დრო იმიტომ, რომ შევხედოთ, მაგალითად, ჩემს ფეისბუქს, ის თითოეულ პოსტზე კომენტარს მიწერს გაუგებარი ტერმინოლოგიით. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მოსამართლეს შეუძლია, ამ ტერმინოლოგიით ისაუბროს და ასე წეროს. თავიდან მეგონა, რომ სამთავრობო ტროლები იყო,“ – განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები ცდილობენ, რომ როგორმე შეიყვანონ კლანის წევრები უზენაეს სასამართლოში და ამის უკან დგას ქართული ოცნება.

„დღეს ქართული ოცნება ყველანაირად აძლიერებს ამ კლანის წევრებს,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა და დასძინა, რომ იმ უკანონო გადაწყვეტილებებს, რომლებიც 2012 წლამდე აქვთ ამ მოსამართლეებს მიღებული, ოცნება გამოიყენებს ბერკეტად, რომ მართოს ისინი.

მისივე თქმით, დიმიტრი გვრიტიშვილმა ისიც კი იკადრა, რომ მისივე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება თავად ეკა ბესელიას დააბრალა.

 

https://youtu.be/VbLffFcgUrE

 

banner
წინა სტატიაშიბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს ქათმები, რომელთა კვერცხი კიბოს განკურნებაში ეხმარება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ნებისმიერი არჩევნებიდან არჩევნებამდე საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ გუნდის მუდმივად განახლება არის საჭირო