ხალხი არ იღლება, – ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური საპროტესტო აქციას, რომლის მონაწილეებიც თბილისის ორი ადგილიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. გიგაურის თქმით, ხალხი ბრძოლას არ წყვეტს, რაც გამარჯვებით დასრულდება.
„მგონია, რომ უნიკალურ პროცესებს ვაკვირდებით ჩვენ, როცა ხალხი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვის და არ ურიგდება რუსული დიქტატორული რეჟიმის მოქმედებებს. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, ხალხი არ იღლება. ხელისუფლება კი ცდილობს, სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს, კანონები გაამძაფროს, ჩვენი მოქალაქეები აბსოლუტურად უკანონოდ დაიჭიროს და ყველას უფლებები დაარღვიოს. ამის მიუხედავად ხალხს არ ეშინია, ხალხი იბრძვის და მგონია, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიგაურმა.