გიგაური – ცოტა ხანში ვნახავთ, შსს-ს აქვს თუ არა ინფორმაცია ადამიანების ჩვენ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით

ცოტა ხანში ვნახავთ, აქვს თუ არა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინსიტროს, ადამიანების ჩვენ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

„პირველ რიგში, ალბათ უნდა ვიმსჯელოთ იმ ოფიციალური განცხადებით, რაც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სამინისტრომ თქვა, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს. პრინციპში, სულ ცოტა ხანში ვნახავთ, აქვს თუ არა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინსიტროს, ადამიანების ჩვენ საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია თუ არ აქვთ, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ შსს ვერ აკონტროლებს სიტუაციას“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე – რაც შეიძლება მეტი HA HA!
შემდეგი სტატიამდინარაძე – ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როდესაც ფეიკებით ცდილობენ რაღაცაში ხალხის დარწმუნებას