გიგაური: ბრძოლაში მარტო არ ვართ, ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს

ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ. ქართველ ხალხს ამერიკელი და ევროპელი მეგობრები უჭერენ მხარს; მკაფიო გზავნილებით ესაუბრებიან ქართველ ავტოკრატებს; ამხნევებენ მათ, ვინც დემოკრატიას იცავს; ასანქცირებენ მათ, ვინც დემოკრატიას აზიანებს; „მეგობარი აქტისა“ და „ქართველი ხალხის აქტის“ ინიციატივებით გამოდიან. ამ მხარდაჭერას გულითადად აფასებს თითოეული ქართველი, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა და ჩაგვრა მიუღებელია.

ქართველები კარგად აცნობიერებენ, რომ თავისუფლება მარტივად არ მოდის და მას მოპოვება სჭირდება – მთელი ჩვენი ისტორია ასეთი ბრძოლის და თავგანწირვის მაგალითებითაა სავსე. ამერიკისა და მისი მოკავშირეების დახმარებით, ჩვენ ერთხელ უკვე ავაშენეთ მსოფლიოს ამ ნაწილში განვითარებადი დემოკრატია და მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ახლაც გავიმარჯვებთ სახელოვნად!,-განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასარულებელმა დირექტორმა, ეგა კიგაურმა აშშ-ის სენატში მოხსენების დროს.

banner
წინა სტატიაშიშაჰინი: ფაქტი, რომ ოცნება მზადაა, რუსეთის სამსახურისთვის ყველაფერი მოისროლოს, რთული გასაგებია
შემდეგი სტატიარუსული კანონი მომზადებულია რეპრესიების ლეგალიზაციისთვის; აუცილებლად უნდა ვნახოთ, რომ ისინი, ვინც ასეთ კანონებს მიიღებს, დასანქცირდებიან – გიგაური სენატს