გიგანტურმა პითონმა მასზე მძიმეწონიანი შვლის ნუკრი გადაყლაპა

ამერიკელმა მკვლევარებმა მუქი ვეფხვისებრი პითონი იპოვეს, რომელმაც მასზე მძიმეწონიანი მსხვერპლი გადაყლაპა. USA Today-ის ცნობით, შემთხვევა პირველი მაგალითია მეცნიერებაში. ბიოლოგებმა, რომლებიც ფლორიდაში, კილიერ-სემინოლის პარკში მუშაობენ, 3, 35 მეტრიანი გველი მაშინ ნახეს, როცა მან თეთრკუდიანი ირემის 16 კილოგრამიანი შველი გადაყლაპა. პითონის წონა ორი კილოთი ნაკლები იყო, ვიდრე მისი მსხვერპლის.
მეცნიერები თვლიან, მათ პითონი რომ არ შეეწუხებინათ, ის მსხვერპლის მონელებას 6 თვე მოანდომებდა.
ვეფხვისებური პითონის სიგრძე 3,7 მეტრია, რეკორდული სიგრძე – 5,74 მეტრი.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მოხსენება მარტის თვის ჟურნალ Herpetological Review-ში გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშირუს მეწარმეს აფხაზეთში ბიზნესი წაართვეს
შემდეგი სტატიაოსურმა დე ფაქტო პროკურატურამ სააკაშვილზე, მერაბიშვილსა და ოქრუაშვილზე ძებნა გამოაცხადა